Samstag, 21. Dezember 2013

მეცხრე დღე

დღეს გვაქვს ტრენინგის შემაჯამებელი დღე - ჯგუფში წარვადგინეთ ჩვენი პროექტები და მოვისმინეთ ყველა მონაწილის პრეზენტაცია.

მინდა აღვნიშნო, რომ ტრენინგმა ჩემთვის ნამდვილად გაამართლა - გადავწყვიტე, მომდევნო სემესტრში ჩემი პროექტი აუცილებლად განვახორციელო და ამჯერად უკვე რეალური პროექტის მასალები ავტვირთო ბლოგზე.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ მანანა კვინიკაძეს, რომელმაც ეს საკმაოდ რთული ტრენინგი პროფესიონალურად, ყურადღებიანი დამოკიდებულებითა და მეგობრულ ატმოსფეროში წარმართა.

ბლოგის ყველა სტუმარს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალწელს და ბედნიერ 2014 წელს გისურვებთ! :)


Mittwoch, 18. Dezember 2013

მერვე დღე


  • შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში პროექტში ჩართული მოსწავლეებისათვის.
  • ავტვირთეთ პროექტის პორტფოლიო Drive-ზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე (იხ. მარჯვნივ )
  • ვისწავლეთ გამოკითხვის შექმნა Google Drive-ზე.
  • შევადგინეთ ჩვენს პროექტთან დაკავშირებული კითხვარი, რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე (იხ. ზემოთ)

Sonntag, 15. Dezember 2013

მეშვიდე დღე


  • ვისაუბრეთ პროექტის გეგმით გათვალისწინებულ პროცედურებზე.
  • გავეცანით პრეზენტაციას გარდნერის ინტელექტის სხვადასხვა ტიპებისა და სწავლის დროს განსხვავებების შესახებ.
  • შევქმენით მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა ჩვენი პროექტისთვის.
  • შევქმენით დამხმარე რესურსი მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
  • პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფები და აღვწერეთ სპეციალური საჭიროებების, არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა პროექტში მონაწილეობის დამხმარე საშუალებები.


დავიღალე!

Samstag, 14. Dezember 2013

მეექვსე დღე


  • დრაივზე ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენ მიერ შექმნილი მოსწავლის ნიმუშები და დავაკომენტარეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
  • შევქმენით მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკა.
  • შევავსეთ თვითშეფასების რუბრიკა.
  • ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება.

Sonntag, 8. Dezember 2013

მეხუთე დღე

  • ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მათი დაცვის აუცილებლობაზე, გავეცანით გამოყენებული მასალის წყაროსა და ავტორის მითითების წესს.
  • ვისწავლეთ ფაილის ჩასმა PP-პრეზენტაციაში - მეტად საჭირო და პრაქტიკული რამ!
  • შევქმენით მოსწავლის ნიმუში (ჩემ შემთხვევაში - კითხვარი), რომელიც ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Samstag, 7. Dezember 2013

მეოთხე დღე

დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა:

  • გავეცანით შეფასების ხუთ ძირითად მიზანს, ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებსა და სტრატეგიებზე;
  • შევქმენით ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო და დავიწყეთ მუშაობა შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე;
  • შევქმენით პროექტის PowerPoint -პრეზენტაცია.

Sonntag, 1. Dezember 2013

მესამე დღე

               დღეს კი
  • ვიმუშავეთ პროექტის ამოცანების ფორმულირებაზე და შევავსეთ შესაბამისი გრაფა გეგმის შაბლონში
  • გავეცანით "ვიუერში" არსებულ დოკუმენტებსა და პრეზენტაციას ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ
  • შევადგინეთ ჩვენი პროექტის საკვანძო კითხვები 



მეორე დღე

დღეს (ანუ გუშინ, 30 ნოემბერს)
  • მოვისმინეთ და დავამუშავეთ საპროექტო იდეები
  • შევქმენით საკუთარი პროექტის მონახაზი
  • პროექტის გეგმაში ჩავწერეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ამოღებული სტანდარტები შესაბამისი ინდიკატორებით
  • გავეცანით „ვიუერში“ არსებულ გამოცემებს და დავიწყეთ მუშაობა საკუთარი ბუკლეტის შექმნაზე (რაც ინტერნეტის უქონლობის გამო ვერ დავასრულეთ)